|
2018-03-23 13:34:59, 1847 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და თიბისი ბანკის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა თემაზე - „საბანკო გარანტიები და პრაქტიკა". ღონისძიების ფარგლებში, თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ეგუტიამ საბანკო გარანტიების არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო თიბისი ბანკის მიდგომები, რომლებიც შემუშავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. მოხსენების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნული თემა დისკუსიის რეჟიმში განეხილათ. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები, საფინანსო ინსტიტუტებისა და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)