|
2018-03-21 13:45:22, 1535 ნახვა
ეკონომიკა
2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა
საქართველო-ბელარუსს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკაზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა. ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება. დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ბიზნესურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე. ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)