14:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 18:49:32, 1427 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არის ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება შეიძლება დღესაც მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება დღეს მოხდეს:

 „არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც პოზიტიური მოლოდინის შესაძლებლობას იძლევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. შეიძლება დღესაც მოხდეს, როგორც გვატყობინებენ,"-ამის შესახებჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე.  საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა  და  საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც  11 მარტამდე არ მიეცათ  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics