|
2018-03-20 18:37:25, 1791 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე: „მესტიაჭალას ჰესი" უსაფრთხოა მოსახლეობისთვის
"მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, მინიმალურია გარემოზე ზემოქმედება და აუცილებელია აღნიშნული სიმძლავრეების ინტეგრირება ჩვენს სისტემაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მესტიაში, მოსახლეობის იმ ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, ადგილობრივებთან მოხდა შეთანხმება, რომ მომდევნო შეხვედრა 24 მარტს თბილისში ჩატარდება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტული წრეების წარმომადგენლებიც. მსგავსი შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან მესამედ გამართა. რომეო მიქაუტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მესტიაჭალის ჰესის პროექტი და მისი გავლენა როგორც გარემოზე, ისე მოსახლეობაზე. აღინიშნა, რომ მესტიაჭალა ჰესი 1-ისა და მესტიაჭალა ჰესი 2-ის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია, ხოლო პროექტების საინვესტიციო მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარია. ითქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე. რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტების სოციალურ მხარეზეც. კერძოდ, ელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შევა, რაც მესტიის და მიმდებარე სოფლების კეთილდღეობას მოხმარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)