20:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 18:01:26, 1891 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევაში მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ კარასინმა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, პროგრესი ამ კუთხით წინა შეხვედრაზე იყო მიღწეული, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა.

დიპლომატმა დასძინა, რომ დეკლარაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება.

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში ძალას არ გამოიყენებენ. ასეთ დეკლარაციას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ემოციური ნაბიჯი იქნება. მხარეები აჩვენებენ, საკუთარ განზრახვებს ყველა საკითხი რეგიონში მშვიდობიანი გზით მოაგვარონ“, - აღნიშნა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics