|
2018-03-20 16:19:40, 2258 ნახვა
მსოფლიო
„პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა ლონდონი დატოვეს
დიდი ბრიტანეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩო დატოვეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დიპლომატები უკვე აეროპორტისკენ მიემართებიან. სულ დიდი ბრიტანეთს რუსეთის დაახლოებით 80 მოქალაქე დატოვებს. ისინი ქვეყანას სტენსტენდის აეროპორტიდან დატოვებენ. აეროპორტში ასევე რუსეთის ელჩი ალექსანდრ იაკოვენკოც მივა, რათა დიპლომატებს დაემშვიდობოს. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის 23 დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება 14 მარტს მიიღო. დიპლომატების გაძევება დაზვერვის ყოფილ ოფიცერ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას უკავშირდება. ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)