08:28 - 15 Jun, 2026
|
2018-03-20 16:09:48, 2234 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს კარიკატურა მიუძღვნა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალი კარიკატურა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ კარიკატურა ჟურნალის 14 მარტის ნომერში გამოვიდა, მაშინ როდესაც არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. Charlie Hebdo-ს ნახატზე რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ხელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ქსენია სობჩაკის თოჯინა უჭირავს. სობჩაკის თავზე წარწერაა: "მე მქვია ქსენია სობჩაკი, ანტიპუტინური კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე". პუტინის უკან ზის ხელშეკრული და თვალებახვეული ადამიანი, რომელიც ამბობს: " მე ალექსეი ნავალნი ვარ, ერთადერთი დემოკრატი. არ მომცეთ ხმა!".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)