12:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:41:14, 1631 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი - საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ხვალ დილით საქართველოში იქნებიან

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

მისივე თქმით, უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან", რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.

„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, რამდენიმე საათის წინ, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics