2018-03-16 10:21:40, 2412 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.
ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები უკანონოდ ცნოს.
ამასთან, ჩერნოლუცკის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასაც გაასაჩივრებენ.
„სარჩელი შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვების დროს სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებებით სააკაშვილს ფაქტობრივად უფლება ჩამოერთვა თავისი ინტერესები დაეცვა უკრაინის სასამართლოებში“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
ავტორი: ,