|
2018-03-15 15:57:19, 1850 ნახვა
ეკონომიკა
Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექსი არენაზე“ ღონისძიებები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
გასული წლების მსგავსად, წელსაც „ბლექსი არენაზე“ ჩატარდება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი შემსრულებლების საინტერესო კონცერტები, - ამის შესახებ „ბლექსი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კონცერტების გამართვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაღალი დონის უცხოელ ვარსკვლავებთან, რომელთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, Check in Georgia-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ვარსკვლავებს კონცერტების ჩატარებაში. შესაბამისად, „ბლექსი არენა“ იჯარით უზრუნველყოფს Check in Georgia-ს ღონისძიებების ფარგლებში მონაწილე იმ პირებს, ვისაც სურვილი ექნებათ ქართული და უცხოური კომბინირებული ღონისძიებები ჩაატარონ, რაც ქართველი შემსრულებლებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს კულტურულ ცხოვრებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს ასეთი ნდობისთვის. „ბლექსი არენას“ გუნდს წელს დაევალება ანაკლიის სეზონის მენეჯმენტი. ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ მოვიწვიეთ ელექტრონული სფეროს პროფესიონალები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ დიდი ხანია და მათთან ერთად, ანაკლიაში გარდამავალ პერიოდს ვგეგმავთ“, - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა. „ვფიქრობ, არაერთი საინტერესო პროექტი დაიგეგმება და 2019 წლიდან ხანგრძლივ რეჟიმში სახელმწიფო სუბსიდირებას გაუწევს და მხარდაჭერას გამოუცხადებს ელექტრონული ფესტივალის განვითარების პროექტს“, - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)