08:14 - 23 May, 2026
|
2018-03-14 15:46:58, 1632 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანია "საქართველოს კაპიტალმა" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა. "სულ ცოტა ხნის წინ Moody's სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა- Ba 3-დან Ba 2-ზე ავინაცვლეთ. დღეს გახდა ცნობილი, რომ Fitch-ის საკრედიტო სააგენტომ საქართველოს პერსპექტივა ე.წ outlook საქართველოსი სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ ამას, საკრედიტო სააგენტოებიც ადასტურებენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)