|
2018-03-14 11:51:44, 1585 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კაპიტალის მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსების საკითხს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის განმარტებით, 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესიტიის სახით შემოვა საქართველოში, დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა, ასევე მოხმარდება სხვადასხვა სექტორების განვითარებას. კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა არა მხოლოდ კომპანიისთვის,არამედ ქვეყნისთვის: „ეს არის მართლაც პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, ეს არის საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგი საქართველოს კაპიტალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესიტიის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა, და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ BGO ჯგუფთან ერთად დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა, ერთობლივი პრეზენტაცია ამ შედეგის და მე მინდა მივულოცო ამ ჯგუფს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, არა მხოლოდ ამ ჯგუფის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)