|
2018-03-09 16:18:36, 2084 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო „Maison Boutique Hotel"-ში 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრანა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel საზეიმოდ გახსნეს. სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული. სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14 - ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ იგეგმება დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)