|
2018-03-08 14:00:26, 3871 ნახვა
კულტურა
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ ზუგდიდში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა. „როგორც ერთი თვის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დაგპირდით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი სახელგანთქმული აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელსაც ნიჭიერი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს და ამ საჩუქრით მინდა მოგილოცოთ ქალთა საერთშორისო დღე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურება. (NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)