|
2018-03-07 19:03:15, 2763 ნახვა
ეკონომიკა
Wallstreet Journal: საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების ამონაწერების შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს
საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Wall street Journal ბლოკჩეინს ტექნოლოგიისადმი მიძღვნილ სტატიაში საქართველოს, კერძოდ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება განიხილა. სტატიაში, რომელიც Wall street Journal-მა 6 მარტს გამოაქვეყნა, განხილულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტი და შვედეთსა და ამერიკის შეერტებულ შტატებში უძრავ ქონების გარიგებებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სატესტო პროექტები. „ბოლო ერთი წელია, საქართველოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების ამონაწერების შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს, მათ შორის, ქონების ყიდვის/გაყიდვის ან იპოთეკის რეგისტრაციის დროს. დღეისათვის ბლოკჩეინში მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა შენახული, თითოეული მათგანი უნიკალური ჰეშ-კოდით. სააგენტოს შემდეგ მიზანია გონიერი (smart) კონტრაქტების დანერგვა, რაც უძრავი ქონების ტრანზაქციების ციფრულ ფორმატში შესრულებას უზრუნველყოფს. „ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, შევთავაზოთ სერვისი", განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ. ქვეყანამ ახლახანს მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერებთან დაკავშირებით და მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებზე, განაცხადა მან", - წერს გამოცემა Wall street Journal. საქართველოს გამოცდილებას მაგალითად ასახელებს ასევე, გამოცემა The Merkle 5 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)