|
2018-03-07 11:21:11, 1820 ნახვა
ეკონომიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა. ქართული მხრიდან სამუშაო თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ამერიკული მხრიდან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გიორგი ჩიქოვანი. ასევე, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმობა კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით. განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისგაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)