|
2018-03-06 13:46:31, 1929 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 3,5 მილიონი დოლარის გამოყოფა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID- ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, ბროკ ბირმანმა მოაწერეს. ბროკ ბირმანის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ს მხარე საქართველოს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. „პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, - განაცხადა ბროკ ბირმანმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)