|
2018-03-06 10:59:29, 3789 ნახვა
კულტურა
თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე“ გაიხსნა
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 " მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენლია ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული. ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება. გამოფენის იდეის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი - გიორგი ინდუაშვილია, რომელიც წლებია ფოტოგრაფიის ძველი ტექნოლოგიების შესწავლასა და მათ ახლებურად გამოყენებაზე მუშაობს. გიორგი ინდუაშვილის ნამუშევრები ციანოტიპ-ფოტოგრამები გარემოს დაბინძურების თემას ეხმიანება. სერია „პლასტმასის თევზი" ხელოვანის ერთგვარი რეაქციაა ამ პრობლემაზე, სწორედ ამიტომ გიორგი ინდუაშვილმა მასალად გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი ცელოფანი გამოიყენა. ნამუშევრების ნეგატივი ქიმიური ხსნარისა და სინათლის მანიპულაციით არის მიღებული. საბა შენგელიას ნამუშევრები ციფრული ფოტოგრამებიც (იგივე სკანოგრამები) კამერის გარეშეა შექმნილი, თუმცა ამ შემთხვევაში არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სერია „განდეგილის ბაღი" ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს. გამოფენას თიბისი არტ გალერეა 1 თვის განმავლობაში, 2 აპრილამდე უმასპინძლებს.
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)