|
2018-03-05 17:03:03, 634 ნახვა
რეგიონი
გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, სამოქალაქო სექტორისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის გაზაფხულზე, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამინისტროსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, დევნილ ოჯახებს საშუალება მიეცემათ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეავსონ, რაც დაზოგავს მათ დროსა და ხარჯებს. ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში მიიღება. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის თანახმადაც მშენებარე კორპუსში, იპოთეკური სესხის საშუალებით, ბინის შეძენისას სამინისტრო დევნილ ოჯახს პირველად შენატანს (მაქსიმუმ 20 000 ლარი) დაუფარავს. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების პრობლემის შესახებაც ისაუბრეს. გრიგოლ გიორგაძის თქმით, სამინისტრო უახლოეს მომავალში მთავრობის წარუდგენს პროექტს, რომლის დამტკიცების შემდეგ ნებისმიერ დევნილ ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონება დაირეგისტრიროს. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ. (NS)
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)