19:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 17:17:09, 2089 ნახვა

სამართალი
საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის გორგაძესთვის გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics