|
2018-03-02 15:13:46, 651 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა 98%-ით გაიზარდა
2017 წელს, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. გასულ წელს, მთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. გასულ წელს, ვიზიტორებისთვის პოპულარული იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები თავისი ტურისტული ადგილებითა და ღირსშესანიშნაოებებით. • +204 % ქედის ტურისტული მარშრუტი • +71% მაჭახელას ტურისტული მარშრუტი • +78% ხულოს ტურისტული მარშრუტი აქედან, ყველაზე მეტი 20 298 ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს, 18 626 ვიზიტორი ხულოს, ხოლო 7 668 მაჭახელას სტუმრობდა. ვიზიტორების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი მაღალმთიან აჭარაში მარშრუტებზე არსებულ მუზეუმებში. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხულოსა და ქედის მუზეუმებს 15 286 ადამიანი სტუმრობდა. ვიზიტორების მატებაა კვების ობიექტებსა და ტურისტულ ობიექტებშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, მარნების, კვების ობიექტების, მუზეუმებისა და ფოლკლორული ანსამბლების მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. „სასიხარულოა, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სამივე ტურისტული მარშრუტის განვითარება-პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში 12 ინფოტურს გავუწიეთ ორგანიზება და 180-მდე ადამიანს გავაცანით მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობები. ასევე, გადავამზადეთ გიდები აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიღო კიდეც შედეგი. წელს, ისევ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა გაიზრდება“, აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა (NS)
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)