|
2018-03-01 15:18:00, 2475 ნახვა
ეკონომიკა
„McKinsey & Company“ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში დაეხმარება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „McKinsey & Company"-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილა. კომპანია საქართველოს მთავრობის კონსულტანტია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველოში შიდა გენერაციის ზრდის და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური ათვისების, ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტიული უზრუნველყოფის და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიმართულებები. აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ელექტროენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების და განვითარების გამოწვევები, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, აგრეთვე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)