19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 22:58:47, 1899 ნახვა

სამართალი
შსს - ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას განცხადებით, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

"დღეს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება 2 ფაქტზე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ. სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს", - აცხადებს ავთანდილ გალდავა.

ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, აღნიშნულს საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.  მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics