|
2018-02-28 13:35:39, 1871 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთები ბოლო წლებში ეტაპობრივად გაიზარდა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14% არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ასევე, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით და ეკონომიკურ საზღვარზე, მიმდინარეობს ღონისძიებები კონტრაბანდული უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთისა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)