|
2018-02-26 17:29:26, 1995 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings"-ის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი და უკვე მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმები მიმართულია, მათ შორის, იმ პოზიციების გაუმჯობესებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის. ამჟამად, 2017 წლის ოქტომბერში დადასტურებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს BB- სტაბილური აქვს მინიჭებული. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)