14:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 13:30:42, 2133 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს.

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციის მეშვეობით საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ.

დეპუტატის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები მაღალია და დროა საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეტი მონიტორინგი გაწიოს.

„მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ. ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც საერთაშორისო სამართლით აქვს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დაღვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics