|
2018-02-23 19:00:37, 2137 ნახვა
ეკონომიკა
ჰანს ტიმერი: საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან, რომელსაც ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მისიამ ოთხი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და მათთან blockchain-ის ტექნოლოგიების არსებულ ვითარებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების ხარისხი. მისი თქმით, საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება და მას დიდი პოტენციალი აქვს. ჰანს ტიმერი ასევე დაინტერესდა საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვითა და სამომავლო გეგმებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)