|
2018-02-22 19:44:21, 2438 ნახვა
ეკონომიკა
„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი: ახალ საწარმოში 3 ათას ადამიანს დავასაქმებთ
„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებლის ჯემალ ბილგინგულლუოღლუს განცხადებით, ახალ საწარმოში 3 ათასი ადამიანის დასაქმება მოხდება ეტაპობრივად. როგორც მან ფოთში, კომპანიის ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა, საწარმოში დასაქმების საბოლოო ფაზა 2020 წელს დასრულდება. „პირველი საწარმოში საქართველოში 2008 წელს გავხსენით ბობოყვათში, შემდეგ ბათუმში. დღეს კი მესამე საწარმო ფოთში. ფოთის საწარმო სამი ეტაპისგან შედგება. წელსვე, პირველ ეტაპზე დასაქმდება 1000 ადამიანი, მეორე ეტაპზე - 2000, მესამე ეტაპზე სულ დასაქმებული გვეყოლება 3 ათასი ადამიანი. სამივე ეტაპის დასრულებას 2020 წელს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)