|
2018-02-22 14:18:20, 1920 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისიდან ფრენები მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებითაც განხორციელდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება. რუსული დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ,,გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“,- განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)