|
2018-02-22 13:25:33, 1672 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გასული წელი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის რეკორდული იყო. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა. "აღსანიშნავია, რომ საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველკოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018" - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. „ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)