|
2015-05-15 17:09:00, 3215 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქადაგიძე: როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, უხერხულია
„როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის, ის რომ ეს უხერხულია“,-ასე შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, მთავრობას ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. „როდესაც ყვეთელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო რადგან ცდილობს სპეციფიკური ტიპის მკითხველი მიიზოდოს, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის, ის რომ ეს უხერხულია. ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი კრედიტორი თუნდაც EBRD-ის, რომლის ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მისივე განცხადებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობს. „არანაირი პრობლემა კოორდინაციასა და ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ შეფასებებსა და პროგნოზებს მუდმივად ვაწვდით მთავრობას, როგორც უნდა იქცეოდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალირი ბანკი. ის გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ნათელია, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს მიერ თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში“,-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)