|
2018-02-21 21:38:10, 2000 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 ხვალ დასრულდება
რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც თბილისში ავიაციის სფეროს 500-ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, ხვალ დასრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დილის 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში" პრეზენტაციას ირლანდიური ავიაკომპანია ,,რაინეარის" მარშრუტების განვითარების დირექტორი ნილ ო კონერი, შემდეგ ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეიზის" ბიზნესგანვითარების დირექტორი, ეთერ გაიაშვილი გამართავენ. მოგვიანებით პანელზე სიტყვით იტალიის აეროპორტების დირექტორები წარსდგებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)