|
2018-02-21 16:47:29, 1581 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს
საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა რომეო მიქაუტაძემ და გიორგი ჩიქოვანმა თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა. აღნიშნული მუშა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბარაიქი შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საკითხების გადასაწყვეტად. მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს როგორც იმპორტ-ექსპორტ-ტრანზიტის პოტენციალის ზრდას, ასევე ელექტროენერგიით მომარაგების მიწოდების საიმედოობის, ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა შედგება მარტში, ქ. თბილისში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)