|
2018-02-21 13:35:07, 1790 ნახვა
ეკონომიკა
შშმ პირები იმპორტირებული მანქანის შეძენისას სააქციზო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პირადი გამოყენებისთის იმპორტირებული მანქანის შეძენისას აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. შშმ პირებს აქციზისგან გათავისუფლებული ავტომობილების შეძენა 3 წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. „გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის პირადი გამოყენებისთვის, იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზო გადასახადებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩემი შეფასებით. ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება არის ძალიან მაღალი, და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ აღნიშნული ავტომობილების შეძენა, მათ ექნებათ საშუალება, აქციზისგან გათავისუფლებული ავტომობილები 3 წელიწადში ერთხელ შეიძინონ", - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)