|
2018-02-21 11:33:45, 1703 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა
„საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დღის წესრიგში", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც მან თურქულ მხარესთან აღნიშნული ინიციატივა დააყენა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოებსაც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)