21:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:17:17, 1526 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველოს ნომერი პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების შესახებ, რასაც ამ წუთებში მათ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი აცნობს.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, რათა ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს.

"ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ყველასთვის გასაგებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყენას. თემების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის და დეპუტატების პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთის დახურულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics