|
2018-02-19 20:22:04, 2268 ნახვა
ეკონომიკა
საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
ხვალ 10:45 ზე, სასტუმროში ,,ბილტმორი" საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თბილისი მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს 20-22 თებერვალს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისენი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ. ფორუმი შეკრებს ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან წევერებს, რათა განიხილონ ავიაციაში არსებული და სამომავლო საკითხები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)