16:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 18:51:21, 2237 ნახვა

სამართალი
7 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან

7 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პაკისტანელ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

CNN-ის ცნობით, სასამართლო პროცესი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, 24 წლის იმრან ალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

შეგახსენებთ, ზაინაბ ანსარის გვამი პოლიციამ კასურში, მის სახლთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა.

მომხდარის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. აქციის დროს ორი მომიტინგე პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა.

პოლიციამ იმრან ალი  23 იანვარს დააკავა.

პოლიციის განცხადებით, ზაინაბის მკვლელი სხვა ადგილობრივი გოგოების გაუპატიურებასა და მკვლელობაშიც იყო ბრალდებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics