|
2018-02-17 13:39:45, 1834 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს მატისი: აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ისე - გლობალური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)