04:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 18:17:26, 2621 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი რეფორმების მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება

"ჩვენი რეფორმების მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს", -ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

„ბუნებრივია, მხოლოდ ერთი რეფორმით ამის მიღწევას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ  დაანონსებული გვაქვს ახალი რეფორმების ტალღა. იანვარში დავიწყეთ დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა, გასულ წელს განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საბაჟოზე ე.წ. ციფრული საბაჟოს იდეის განვითარების მიმართულებით. ამასთან ერთად, გვაქვს,  მასშტაბური რეფორმების სია, რომელიც დამუშავების სტადიაშია  და მათ ნაწილს ჩვენ დავაანონსებთ გაზაფხულზე. მთლიანობაში, ყველაფერი ეს, საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენი მოტივაციაა, მომავალში, მეწარმეებს ჰქონდეს სტიმული და მოტივაცია, მიიღონ მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე", - აღნიშნა ბახტაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics