04:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 16:22:22, 2644 ნახვა

ეკონომიკა
ADB-ის მხარდაჭერით სექტემბერში თბილისში საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და   აზიის ბანკის სათაო ოფისის ენერგეტიკული დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის(CAREC)  წევრი ქვეყნები. ასევე, სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაგეგმილ ერთობლივ სამომავლო პროექტებს. მათ შორის,  ენერგეტიკაში მზის მოტივტივე სისტემების განვითარებისა და სხვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics