04:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:03:07, 1728 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: 150 კომპანიას დღგ-ს ზედმეტობა უკვე დაუბრუნდა

"15 იანვრიდან დღემდე, დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა",  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დამუშავების პროცესშია კიდევ, დაახლოებით, 150 კომპანიის განაცხადი. 

„ესაა ოთხჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასულ წელს. ჩვენ თითოეულ რეფორმას განვიხილავთ ახალი რეფორმების  ტალღის ფარგლებში. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს. როგორც აღვნიშნეთ, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური სისტემის ამოქმედებისთვის, მუშავდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, მანამდე, 15 იანვრიდან მოქმედებს დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა", - განაცხადა  ბახტაძემ. 

მინისტრმა მეწარმეებს აქტივეობისკენ მოუწოდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics