|
2018-02-16 12:36:27, 1029 ნახვა
სამხედრო
ძოძუაშვილი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული
„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული",- ამის შესახებ, სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძაძუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ძოძუაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. სისტემა დიდ დაინტერესებას იწვევს განსაკუთრებით სეტყვასაშიში პროცესებით რისკიან ქვეყნებში და უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით. კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება. „დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა. (NS)
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)