22:22 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:02:14, 2008 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ითხოვენ

უკრაინის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ.

ამის შესახებ სააკაშვილის პარტიამ „ახალი ძალების მოძრაობა“ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

მოთხოვნას უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „დემოკრატიული ალიანსი“, „სამოქალაქო პოზიცია“, „სახალხო კონტროლი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „ბატკივშინა“, „სამოპომიჩი“, „სვობოდა“ და „სამოქალაქო მოძრაობა ხვილია“.

პარტიების  განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკურად გაუსწორდა, ასევე დაარღვია ადამიანის უფლებები, რითაც უკრაინის საერთაშორისო რეპუტაცია შელახა.

„ამ დანაშაულის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კანონი დაარღვია და საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა, ბრალდებულთა სკამზე უნდა აღმოჩნდეს.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, მისცეს მას უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვის საშუალება, როგორც ამას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს“, - ნათქვამია პარტიების განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics