|
2018-02-15 20:32:07, 2245 ნახვა
ეკონომიკა
სამხრეთის გაზის დერეფანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი ბაქოს მინისტერიალის დეკლარაციაში აღინიშნა
სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. დეკლარაციაზე ხელმოწერით მინისტერიალის მონაწილეეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, სასათბურე გაზების შემცირება, ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და ა.შ. მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა მთელი კორიდორის სიგრძეზე, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ევროპა 2020 წელს მიიღებს დამატებით აზერბაიჯანულ გაზს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)