|
2018-02-15 15:47:24, 1832 ნახვა
ეკონომიკა
2017 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი გახდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება განვითარება. მინისტრების შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე - 2017 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეოთხე პარტნიორი გახდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მაჩვენებლის ზრდამ 2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 პროცენტი შეადგინა. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, მხარეებმა პრიორიტეტულად დააყენეს თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონალურ ფორმატებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტებზე, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ჩართულობით ხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)