|
2015-05-15 10:13:29, 400 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს
აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად განაგრძობს პრევენციული კომუნიკაციის პროგრამას 17-18 წლის მოზარდებთან. მორიგი შეხვედრა თბილისის 207-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციისთვის: პროექტი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA) ერთად ხორციელდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და შვედ ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრების შედეგად გადაწყდა საპილოტე პროექტის ჩაშვება, რომლითაც მოხდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება ვალაუვალობის რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. გარდა ამისა, სასკოლო ინფორმაციის პაკეტის შინაარსი, ასევე, შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, მის ფუნქციაზე, დემოკრატიულ და თანამედროვე საზოგადოებებში სააღსრულებო სისტემების საჭიროებაზე.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)