|
2018-02-14 12:52:34, 2004 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზადაა სირიაზე საჰაერო იერიში განახორციელოს. მისი განმარტებით, ეს მაშინ მოხდება, როცა სირიის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება იქნება. „ჩვენ დარტყმას განვახორციელებთ იმ ადგილას, სადაც ეს იყო ჩადენილი. ჩვენ დავიცავთ იმ წითელ ხაზებს, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია“, - განაცხადა მაკრონიმ. მისივე თქმით, ფრანგული მხარე ჯერჯერობით სირიაში ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ ფაქტობრივ მასალას არ ფლობს. აშშ-ის ხელისუფლების ვარაუდით, რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, სირიის ხელისუფლებამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რაიონში რამდენჯერმე გამოიყენა ქიმიური ნივთიერებები. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება ბაშარ ასადის რეჟიმს აპრილში იდლიბის პროვინციაში ქიმიურ თავდასხმაში სდებს ბრალს. მაშინ ქალაქ ხან-შეიხუნში მომწამვლელი აირის ზარინის გაშვებას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. იანვრის ბოლოს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა 25 კომპანიასა და კერძო პირს, რომელიც პარიზის მიერ ეჭვმიტანილია სირიის ქიმიურ იარაღის წარმოების პროგრამის მხარდაჭერაში.
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)