|
2018-02-12 13:30:58, 1624 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ვერ გეტყვით ოპოზიციისთვის როგორი იქნება სააკაშვილის შეგონება, არ მგონია, რაიმე ღირებულება ჰქონდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინონ. "ნუ ვიჩქარებთ, ვფიქრობ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავისი ეტაპი. ამიტომ ოპოზიციისთვის როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის შეგონება თუ რჩევა მე ვერ გეტყვით. არამგონია, მას ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება, გარდა იმ ჯგუფისა, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომ ამაზე სერიოზულობით არ ვისაურებ“, - განაცხადა ბესელიამ. რაც შეეხება მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „როდის დასახელდება და ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. არც ისე დიდი ხანია დარჩენილი",-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. ამასთან, კითხვაზე - რამდენად სასურველი კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციისთვის, ბესელიამ ასე უპასუხა: "ვისთვის როგორ. შეიძლება გარკვეული ჯგიფისთვის იყოს, შეიძლება არა. თავა შევიკავებდი ასეთი პროგნოზებისგან, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური რეალობა და ცხოვრება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები. მეც ვიცი, რომ ძალიამ რთულია, ერთი ადამიანის, ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება. ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანოა ჩვენთვის და ქვეყნისთვის, სტაბილურობის და ერთიანობის იდეა, ამიტომ კანდიდატების დასახელების დროსაც ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული",-განაცხადა ბესელიამ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)