|
2018-02-10 14:23:45, 1804 ნახვა
კომენტარი
სუბარი მუხთარლიზე: ადამიანს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია, ტყუილების თქმა არ ეკადრება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუხთარლის მიერ მოყოლილი გატაცების დეტალები აბსურდულია. "ეს ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის მისი, მას შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს, მაგრამ ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის და მითუმეტეს ადამიანს, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა ეს პიროვნება საზღვარზე ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა და იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს. დღისით-მზისით თბილისის ცენტრში რომ ადამიანის გატაცება მოხდეს შეუძლებელია იქ არ იყოს რამდენიმე ათეული მოწმე, რომელიც იმავე წუთში დარეკავს პოლიციაში, იმავე წუთში გადაიღებს ამას ვიდეოზე და ჩვენ მოწმე ვართ, რომ მსგავსი რამეები ასე არ ხდება. შესაბამისად ეს თუ მართლა მოხდა, გატაცება თბილისის ცენტრში, ფორმიანი ადამიანების მიერ, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდი და შესაბამისად მუხთარლის ბრალდებებიც არამხოლოდ საფუძველს არის მოკლებული, არამედ ცოტა არ იყოს გავიდა საზღვარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თბილისიდან მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)